ქულები და კრიტერიუმები | 9–10 | 7–8 | 4–5–6 | 1–2–3 |
აქტიური მონაწილეობა | ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას | ყოველთვის მონაწილეობს | ხშირად მონაწილეობს | იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს |
გამართული და სწორი მეტყველება | გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს | გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს | იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს | არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს |
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა | ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას | თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას | სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას | უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს |
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება | უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას | უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. | უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას | არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას |
вторник, 20 декабря 2011 г.
შეფასების რუბრიკა
გაკვეთილის გეგმა ქართულში
გაკვეთილის თემა
გ. ლეონიძის „ მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი.“
“და წარვდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებული ცვილითა“
ვაჟა–ფშაველა
სწავლების საფეხური
VIIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
4 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
მოსწავლეებს უვითარდებათ დაკვირვების,მსჯელობი , საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ–ჩვევა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გ. ლეონიძის „ მოხუცი გუთნისდედის სიკვდილის “ გაცნობა–შესწავლა.
პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა.
ავტორის დამოკიდებულების ამოცნობა პერსონაჟის მიმართ დეტალებზე დაკვირვების გზით.
მოსწავლე ისმენს,მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
მოსწავლე მართებულად იყენებს ენობრივ–გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
ერ. სასწ. გეგ. VIIIკლასი
წინარე ცოდნა
გ. ლეონიძის ბიოგრაფია.
მოთრობები: „მარიტა“, „ფუფალა“ , „ნატვრის ხე.“
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება მოსწავლეთა საკლასო მუშაობში მონაწილეობა. შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა, ტექნიკური რესურსები
გ. ლეონიძის მოთხრობების კრებული. წებოვანი ფურცლები
გაკვეთილის მსვლელობა
I აქტივობა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პარაგრაფის მიზანს.
მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევის მიზნით დასვამს კითხვებს:
მეშვიდე კლასში შესწავლილი ორი მოთხრობიდან „კაცია ადამიანი?!“ და ალფონს დოდეს ნაწარმოების „ტარტანელ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი“ თუ გახსოვთ, რომელ მათგანში იყო გამოხატული უფრო აშკარად და შეუფარავად ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. რა ხერხების საშუალებით გამოხატავდა ავტორი ამ დამოკიდებულებას?
როგორ ფიქრობთ, რატომ დაგვიხატეს ავტორებმა ეს პერსონაჟები? რისი თქმა სურდათ მათ მკითხველისათვის?
კლასი მუშაობს რუბრიკაზე: რას გამოხატავს პერსონაჟი?
მასწავლებელი სვამს კითხვას – როგორ ახერხებს მწერალი პერსონაჟის საშუალებით თავისი სათქმელის გამოხატვას?
მოსწავლეები განაზოგადებენ მაპროვოცირებელი კითხვებისას გამოტანილ დასკვნებს. 15 წუთი
II აქტივობა:
მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ტექსტს კომენტარებით. არკვევენ ეპიგრაფის მიმართებას ნაწარმოებთან .
ტექსტის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს თანდართულ კითხვებზე. 15 წუთი
IIIაქტივობა: შემდეგ მასწავლებელი გაახსენებს კითხვების საშუალებით მოსწავლეებს ზედსართავი სახელის რაობას, მის ფუნქციას წინადადებაში.
მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ ენობრივ ბლოკში მოცემულ ტექსტს მოულოდნელი ზედსართავი სახელები და წყვილში ასრულებენ მოცემულ დავალებას.
ზედსართავებთან დაკავშირებით მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს წინადადებაში მათ ფუნქციას. 13 წუთი
IV აქტივობა: საშინაო დავალება. 2 წუთი
ა) ტექსტიდან ამოწერონ პერსონაჟისადმი მწერლის დამოკიდებულების გამომხატველი ადგილები.
ბ)წასაკითხად მართლწერის რუბრიკით მოცემული მასალა.
понедельник, 19 декабря 2011 г.
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება
სოფელ ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
პროექტის თემა(იდეა)
მოსწავლეები მოიპოვებენ ეკლესიის აშენების შესახებ ინფორმაციას ისტ-ის საშუალებით და ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრენის გზით.
პროექტის აქტუალობა
ინფორმაციის მოპოვების ორგანიზების,კომუნიკაციის,თანამშრომლობისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
პროექტის მიზნები
პრობლემის გადაჭრის მიზნით ფაქტობრივი მასალის მოძებნა. საკვლევი მიძნიდან გამომდინარე შერჩევა და შესწავლა შესაბამისი თეორიული და ვიძუალური მასალის.
მოსწავლეთა ასაკი
14-15 წელი
ვადები და ხანგრძლივობა
10 დღე
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ტაძრის მშენებლობის, დროისა და ეპოქის შესახებ, მისი განადგურების შესახებ. მოოპოვებენ ფოტომასალას. აიღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესთაგან, რომლებიც მომსწრე რა თქმა უნდა არ იქნებიან, მაგრამ გადმოცემით ეცოდინებათ ტაძრის ისტორია. ისინი მოიპოვებენ ინფორმაციას საიტების საშუალებით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
საწერი მასალა, ციფრული კამერა.
პროექტის მსვლელობა
I აქტივობა
მოსწავლეები იკრიბებიან, სვამენ კითხვებს კვლევის, ძიებისა და ინფორმაციების მოპოვებისათვის.გამართავენ დისკუსიას და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სასურველ თემას.
„ლიალიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია“
II აქტივობა
მოსწავლეები ირჩებენ ლიდერს და იყოფიან ორ ჯგუფად:
I ჯგუფი
II ჯგუფი
ლიდერი I ჯგუფის მოსწავლეებთან ერთად იწყებს გასვლით სამუშაოს. ინტერვიუს აღება ადგილობრივ მცხოვრებთაგან. აგროვებენ ინფორმაციებს.ავსებენ,ახარისხებენ, ამრავალფეროვნებენ.
IIIაქტივობა
ლიდერის მითითებით მეორე ჯგუფის მოსწავლეები ისწებენ საძიებო საიტით ინფორმაციისა და ფოტომასალების მოპოვებას.
IV აქტივობა
ჯგუფები მოგროვდებიან და თავიანთ მოპოვებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გადახედავენ. ხდება სრული შეჯერება,საგნობრივ ჯგუფთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი
ეთერ გვიშიანი
ელ. ფოსტა
Подписаться на:
Сообщения (Atom)