გაკვეთილის თემა
გ. ლეონიძის „ მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი.“
“და წარვდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებული ცვილითა“
ვაჟა–ფშაველა
სწავლების საფეხური
VIIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
4 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
მოსწავლეებს უვითარდებათ დაკვირვების,მსჯელობი , საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ–ჩვევა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გ. ლეონიძის „ მოხუცი გუთნისდედის სიკვდილის “ გაცნობა–შესწავლა.
პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა.
ავტორის დამოკიდებულების ამოცნობა პერსონაჟის მიმართ დეტალებზე დაკვირვების გზით.
მოსწავლე ისმენს,მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
მოსწავლე მართებულად იყენებს ენობრივ–გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
ერ. სასწ. გეგ. VIIIკლასი
წინარე ცოდნა
გ. ლეონიძის ბიოგრაფია.
მოთრობები: „მარიტა“, „ფუფალა“ , „ნატვრის ხე.“
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება მოსწავლეთა საკლასო მუშაობში მონაწილეობა. შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა, ტექნიკური რესურსები
გ. ლეონიძის მოთხრობების კრებული. წებოვანი ფურცლები
გაკვეთილის მსვლელობა
I აქტივობა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს პარაგრაფის მიზანს.
მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევის მიზნით დასვამს კითხვებს:
მეშვიდე კლასში შესწავლილი ორი მოთხრობიდან „კაცია ადამიანი?!“ და ალფონს დოდეს ნაწარმოების „ტარტანელ ტარასკონელის უჩვეულო თავგადასავალი“ თუ გახსოვთ, რომელ მათგანში იყო გამოხატული უფრო აშკარად და შეუფარავად ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟის მიმართ. რა ხერხების საშუალებით გამოხატავდა ავტორი ამ დამოკიდებულებას?
როგორ ფიქრობთ, რატომ დაგვიხატეს ავტორებმა ეს პერსონაჟები? რისი თქმა სურდათ მათ მკითხველისათვის?
კლასი მუშაობს რუბრიკაზე: რას გამოხატავს პერსონაჟი?
მასწავლებელი სვამს კითხვას – როგორ ახერხებს მწერალი პერსონაჟის საშუალებით თავისი სათქმელის გამოხატვას?
მოსწავლეები განაზოგადებენ მაპროვოცირებელი კითხვებისას გამოტანილ დასკვნებს. 15 წუთი
II აქტივობა:
მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ტექსტს კომენტარებით. არკვევენ ეპიგრაფის მიმართებას ნაწარმოებთან .
ტექსტის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს თანდართულ კითხვებზე. 15 წუთი
IIIაქტივობა: შემდეგ მასწავლებელი გაახსენებს კითხვების საშუალებით მოსწავლეებს ზედსართავი სახელის რაობას, მის ფუნქციას წინადადებაში.
მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ ენობრივ ბლოკში მოცემულ ტექსტს მოულოდნელი ზედსართავი სახელები და წყვილში ასრულებენ მოცემულ დავალებას.
ზედსართავებთან დაკავშირებით მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს წინადადებაში მათ ფუნქციას. 13 წუთი
IV აქტივობა: საშინაო დავალება. 2 წუთი
ა) ტექსტიდან ამოწერონ პერსონაჟისადმი მწერლის დამოკიდებულების გამომხატველი ადგილები.
ბ)წასაკითხად მართლწერის რუბრიკით მოცემული მასალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий