понедельник, 19 декабря 2011 г.

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება
სოფელ ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
პროექტის თემა(იდეა)
მოსწავლეები მოიპოვებენ ეკლესიის აშენების შესახებ ინფორმაციას ისტ-ის საშუალებით და ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრენის გზით.
პროექტის აქტუალობა
ინფორმაციის მოპოვების ორგანიზების,კომუნიკაციის,თანამშრომლობისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
პროექტის მიზნები
პრობლემის გადაჭრის მიზნით ფაქტობრივი მასალის მოძებნა. საკვლევი მიძნიდან გამომდინარე შერჩევა და შესწავლა შესაბამისი თეორიული და ვიძუალური მასალის.
მოსწავლეთა ასაკი
14-15 წელი
ვადები და ხანგრძლივობა
10 დღე
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ტაძრის მშენებლობის, დროისა და ეპოქის შესახებ, მისი განადგურების შესახებ. მოოპოვებენ ფოტომასალას. აიღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესთაგან, რომლებიც მომსწრე რა თქმა უნდა არ იქნებიან, მაგრამ გადმოცემით ეცოდინებათ ტაძრის ისტორია. ისინი მოიპოვებენ ინფორმაციას საიტების საშუალებით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
საწერი მასალა, ციფრული კამერა.
პროექტის მსვლელობა
I აქტივობა
მოსწავლეები იკრიბებიან, სვამენ კითხვებს კვლევის, ძიებისა და ინფორმაციების მოპოვებისათვის.გამართავენ დისკუსიას და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სასურველ თემას.
„ლიალიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია“

II აქტივობა
მოსწავლეები ირჩებენ ლიდერს და იყოფიან ორ ჯგუფად:
I ჯგუფი
II ჯგუფი

ლიდერი I ჯგუფის მოსწავლეებთან ერთად  იწყებს გასვლით სამუშაოს. ინტერვიუს აღება ადგილობრივ მცხოვრებთაგან. აგროვებენ ინფორმაციებს.ავსებენ,ახარისხებენ, ამრავალფეროვნებენ.

IIIაქტივობა
ლიდერის მითითებით მეორე ჯგუფის მოსწავლეები ისწებენ საძიებო საიტით ინფორმაციისა და ფოტომასალების მოპოვებას.
IV აქტივობა
ჯგუფები მოგროვდებიან და თავიანთ მოპოვებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გადახედავენ. ხდება სრული შეჯერება,საგნობრივ ჯგუფთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი
ეთერ გვიშიანი
ელ. ფოსტა

Комментариев нет:

Отправить комментарий